понедельник, 2 июня 2014 г.

суббота, 15 мая 2010 г.

პროექტი –მოგზაურობა ქალაქის პარკში

პროექტის მიზანი –
  • მოსწავლეებმა დაინახონდა და გაიცნობიერონ შემოდგომისთვის დამახასიათებელიზოგიერთი ცვლილება ბუნებაში (ფოთლების ფერშეცვლა, ფოთოლცვენა,ფრინველების გადაფრენა...);
  • მოსწავლეებმა შეძლონ ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტების გარჩევა;
  • მოსწავლლეებმა შეძლონ თავიანთი შთაბეჭდილებებისა და განცდების მხატვრულად გადმოცემა.
საჭირო მასალა – I კლასის ბუნების სახელმძღვანელო (გ.კვანტალიანი–"ბუნება"),ფოთლები.
აქტივობათა თანმიმდევრობა:
  1. გასეირნება ქალაქის პარკში მასწავლებელი ეუბნება ბავშვებს,რომ დღეს ძალიან საინტერესო გაკვეთილი ექნებათ ქალაქის პარკში, ამიტომ ყურადღებით უნდა იყვნენ და დაიცვან ქუჩაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები (არ დაიფანტნონ, არ იხმაურონ, ყური უგდონ მასწავლებელს...) ექსკურსია–გაკვეთილი დაკავშირებულია წელიწადის დროსთან–შემოდგომასთან, რა ცვლილებები ხდება ბუნებაში ამ დროს?
მასწავლებელს ბავშვები ორგანიზებულად გაჰყავს ქალაქის პარკში და ათვალიერებინებს ნარგავებს _ ხემცენარეებს,ბალახებსა და ბუჩქებს უკვე ეტყობა შემოდგომის ცვლილებები: ზოგის ფოთლები ნარინჯისფერ–ყუითლად შეიღება,ზოგს უკვე დასცვივდა.მასწავლებელი კითხვების დასმით ცდილობს ბავშვებს დაანახოს ეს მოვლენა; თუ იქვე ხეივანია ან ხეხილი მწიფს, აუცილებლად ამასაც უნდა დანახვა,აღნიშვნა და განმარტება,რომ შემოდგომაზეც (და არა მარტო ზაფხულში) ბევრი ხილი მწიფდება.
მასწავლებელი სვამს შემდეგ კითხვებს:
–როგორ ფიქრობთ,ეს ქვა თუ განიცდის რაიმე ცვლილებას შემოდგომაზე?
–რატომ ფიქრობთ ასე?
–რომელია ცოცხალი,ხე თუ ქვა? ბუჩქი თუ ქვა?ძაღლი თუ ქვა?
–კიდევ რას ხედავთ ცოცხალს თ ქვენს ირგვლივ?
–ქვის გარდა რას ხედავთ ისეთს, რაც არაცოცხალია?
(ამ და მსგავსი კითხვების მეშვეობით და ბუნებაზე დაკვირვებით მასწავლებელმა ბავშვებს უნდა შეაძლებინოს ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტების ერთმანეთისაგან გარჩევა და ამოცნობა)


понедельник, 10 мая 2010 г.

პროექტი –

1. პროექტის სახელი

2. პორექტის მოკლე აღწერა

3. პროექტის სრული აღწერა